ნინო ბაქრაძე გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტის” დამფუძნებელია. 2014 წელს მიიღო ჟურნალისტის მაგისტრის დიპლომი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). ბაქრაძეს აქვს 12-წლიანი ჟურნალისტური საქმიანობის გამოცდილება, აქედან 8 წელია მუშაობს საგამოძიებო მასალებზე. მუშაობდა „პანამისა“ და „პანდორას დოკუმენტების“ საერთაშორისო პროექტზე. თანამშრომლობს ქართულ და უცხოურ მედიებთან (OCCRP, Eurasianet, Radio Liberty, ინდიგო, Al Jazeera English). საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე კითხულობს ლექციას მონაცემთა ჟურნალისტიკაში.