ანტონ ვაჭარაძე ხელმძღვანელობს მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულებას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში (IDFI). 2009 წლიდან მუშაობდა საქართველოს ეროვნულ არქივში. 2012-2017 წლებში ეკავა საისტორიო ცენტრალური არქივის დირექტორის თანამდებობა. არის რამდენიმე სტატიის ავტორი მეხსიერების და ისტორიის მიმართულებით. მისი რედაქტორობით გამოიცა სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომი. 2021 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტში უძღვება სალექციო კურსს - "არქივები, მედია და ფაქტები" - რომელიც მიზნად ისახავს არაისტორიკოსი მკვლევრებისთვის საარქივო წყაროებთან მუშაობის სწავლებას.