ჩვენი გუნდი

რევაზ თოფურია

პოზიცია: მოწვეული ლექტორი

რევაზ თოფურია უძღვება პოლიტიკური იდეოლოგიების, ჰიბრიდული ომის, დაზვერვის და დეზინფორმაციის სასწავლო კურსებს. რევაზმა წარჩინებით დაამთავრა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მოიპოვა რა ბაკალავრის დიპლომი საერთაშორისო ურთიერთობებში შორეული აღმოსავლეთის სპეციალიზაციით. ასევე სწავლობდა ჩინეთში, ლანჭოუს უნივერსიტეტში. მაგისტრის ხარისხი კი რევაზს დაზვერვის, უსაფრთხოებისა და სტრატეგიული კვლევების მიმართულებით მიენიჭა გლაზგოს უნივერსიტეტისგან (დიდი ბრიტანეთი), დუბლინის უნივერსიტეტისგან (ირლანდია) და ჩარლზის უნივერსიტეტისაგან (ჩეხეთი). მას გააჩნია საჯარო და არასამთავრობო სექტორებში მუშაობის საკმაოდ მდიდარი გამოცდილება. რევაზი არის რამდენიმე აკადემიური ნაშრომისა და პოლიტიკური იდეოლოგიების შესახებ წიგნის ავტორი.

Investigative Media Lab