სიახლეები

IML-მა, ექვს პარტნიორ საგამოძიებო მედიასთან ერთად, Journalismfund-ის გრანტი მოიპოვა

ავტორი: თარიღი: 5 October 2023

საგამოძიებო მედია ლაბი (IML) მედიის სფეროში წამყვანი დონორი ორგანიზაციის, Journalismfund-ის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა.
 
პროექტის ავტორი IML-ია, რომლის ორგანიზებითა და კოორდინაციით, შავი ზღვის ქვეყნების, საქართველოს, უკრაინის, თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და მოლდოვას წამყვანი საგამოძიებო მედია ორგანიზაციები ყოვლისმომცველ გამოძიებას ჩაატარებენ შავი ზღვის დაბინძურების მდგომარეობის გამოსაკვლევად, უკრაინაში რუსეთის აგრესიულ ომზე ფოკუსირებით.
 
პროექტი 2024 წლის იანვარში დასრულდება და გამოძიების შედეგები შვიდ მედიაპლატფორმაზე, ექვს ენაზე გამოქვეყნდება. ეს პირველი გრანტია, რომელიც IML-ის მიერ დაწერილმა პროექტმა მოიპოვა.

საგამოძიებო მედიალაბი