თარიღი: 21 November 2023
საგამოძიებო მედია ლაბი UNESCO-სთან თანამშრომლობით ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანიცაა საქართველოში მომუშავე გამომძიებელი ჟურნალისტებისა და ლექტორების გადმზადება საგამოძიებო ჟურნალისტიკის სწავლების ახალ მეთოდებში.
პროექტი, სახელწოდებით UNESCO-ს კომუნიკაციების განვითარების საერთაშორისო პროგრამის (IPDC) ფარგლებში დაფინანსდა. IML-ის მიერ შერჩეულ ჟურნალისტებსა და აკადემიის წარმომადგენლებს საერთაშორისო წამყვანი გამომძიებელი ჟურნალისტები გადაამზადებენ. ტრენინგების ციკლი 2024 წლის თებერვალში დაიწყება.