სიახლეები

საგრანტო განაცხადების მიღება გამომძიებელი ჟურნალისტებისა და სტუდენტებისთვის

ავტორი: თარიღი: 6 September 2024

საქართველოს უნივერსიტეტის საგამოძიებო მედია ლაბი (IML) იწყებს საგრანტო განაცხადების მიღებას საგამოძიებო ჟურნალისტიკის პროექტებისთვის. საგამოძიებო მასალის თემატიკა თავისუფალია, თუმცა, პრიორიტეტი მიენიჭება იდეებს, რომელიც გარემოს დაცვის საკითხებზე იქნება ფოკუსირებული. 



აპლიკაციაზე განაცხადის შევსება შეუძლიათ, როგორც ფრილანსერ ჟურნალისტებს, ისე მედია ორგანიზაციებში მომუშავეებს იმ დათქმით, რომ მასალა გამოქვეყნდება IML-თან კოლაბორაციით. 

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საშუალებით გამოგზავნოთ თქვენი CV და პროექტის იდეა (ე.წ pitch) მეილზე: medialab@ug.edu.ge. გთხოვთ, მეილის დასახელებაში დაწეროთ "საგამოძიებო პროექტის იდეა". 

 

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ იდეა უნდა მოიცავდეს შემდეგ პუნქტებს:

 

  • პროექტის სახელი;
  • პროექტის მოკლე შინაარსი (pitch);
  • რა ფორმატში აპირებთ გამოძიების გამოქვეყნებას (ტექსტი/ვიდეო/აუდიო);
  • რა არის მთავარი თქვენ მიერ შემოთავაზებულ იდეაში?
  • რა არის თქვენი საგამოძიებო ჰიპოთეზა?
  • გაქვთ თუ არა ჩატარებული წინასწარი მოკვლევა საკითხზე? თუ ასეა, რა ინდიკატორებს აჩვენებს ის? 
  • ვინ არიან ამბის მთავარი მონაწილეები?
  • არის, თუ არა ამ საკითხზე უკვე მომზადებული მასალა? თუ ასეა, რითი იქნება თქვენი გამოძიება გამორჩეული? 
  • რა არის თქვენი გამოძიების გეგმა? რა მეთოდებს გამოიყენებთ ჰიპოთეზის დასადასტურებლად? 
  • გთხოვთ, მიუთითოთ, თუკი დაგჭირდებათ დამატებითი ადამიანური რესურსი ვიდეო გადაღებისა და მონტაჟის კუთხით;
  • გამოძიების სავარაუდო ხანგრძლივობა;
  • ბიუჯეტი (მაქსიმალური ბიუჯეტი თითო პროექტისთვის 1 000 - 1 500 ლარი).

 

ასევე, გთხოვთ, მიუთითოთ, გაქვთ, თუ არა სურვილი, რომ IML-თან ასოცირებულმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მენტორობა გაგიწიონ გამოძიების ჩატარების პროცესში.

 

მიუხედავად იმისა, რომ გრანტი გამოცხადებულია მოქმედი და გამოცდილი ჟურნალისტებისთვის, თუკი ხართ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან დამწყები ჟურნალისტი საინტერესო საგამოძიებო იდეით, IML უზრუნველყოფს, რომ ჩაგიტარდეთ 2-კვირიანი გადამზადება ტექნიკური საგამოძიებო უნარების ჩამოსაყალიბებლად. 

 

სააპლიკაციო განაცხადს განიხილავს ადგილობრივი და საერთაშორისო გამომძიებელი ჟურნალისტებისგან და ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური. 

 

შენიშვნა: განაცხადის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, დაინიშნოს შერჩევის დამატებითი ეტაპი. 

 

განაცხადების მიღების ბოლო დღე: 4 ოქტომბერი, 2024 წელი. 

საგამოძიებო მედიალაბი