თარიღი: 5 October 2023
25-30 სექტემბერს საგამოძიებო მედია ლაბმა (IML) დააორგანიზა 5-დღიანი ტრენინგ-კურსი დამწყები და მოქმედი ჟურნალისტებისთვის "მონაცემების ანალიზსა და ვიზუალიზაციაში".
5-დღიანი ინტენსიური კურსის ფარგლებში მსმენელებმა გაიარეს ყველა ის ეტაპი, რომელსაც დღეს მსოფლიოს წამყვან მედიებში მონაცემთა ჟურნალისტები საბოლოო ნამუშევრის შექმნამდე გადიან. ეს არის გზა მონაცემების ანალიზიდან სტატიებისა და ვიზუალიზაციების საკუთარ ვებგვერდზე განთავსებამდე.
კურსს უძღვებოდა კარდიფის უნივერსიტეტის კომპიუტერული და მონაცემების ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამის კურსთდამთავრებული, ხატია შამანაური. ხატიას საქართველოში სხვადასხვა ტელეკომპანიაში ჟურნალისტად და პროდიუსერად მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს. 2020 წელს გახდა Alfred Friendly Press Partners Fellowship-ის მონაწილე, 2021 წელს კი გაერთიანებული სამეფს მთავრობის Chevening-ის პროგრამის გამარჯვებული. ამჟამად მუშაობს Zink Network-ისთვის და თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო მედიასთან, მათ შორისაა BBC და Telegraph.