კვლევები

ყალბია: იტალიელებმა მწვანე პასპორტების გაპროტესტების მიზნით სავაჭრო ცენტრი შტურმით აიღეს

ავტორი: გოგა ნიჟარაძე თარიღი: 15 April 2022

2020 წლის 20 ნოემბერს, ქართულენოვან ტიკტოკსა და ფეისბუქში გამოჩნდა ვიდეო, რომელიც ამტკიცებს, რომ იტალიელებმა შტურმით აიღეს სავაჭრო ცენტრი და ამ ფორმით მწვანე პასპორტების მოთხოვნა გააპროტესტეს. ვიდეოს ერთ-ერთი წყარო ქართველი მომხამრებელია, რომელმაც ვიდეო ჰეშთეგებით #არაკოვიდფაშიზმს #არამწვანეპასპორტებს #არაკოვიდპასპორტებს #არააუცრელებისდისკრიმინაციას #არაკოვიდტერორს #nogreenpass  გამოაქვეყნა. 

 

ვიდეოს ავტორის მტკიცებით, ვიდეო 2021 წლის ოქტომბრის თვეშია გადაღებული და ასახავს მოსახლეობის პროტესტს მწვანე პასპორტების წინააღმდეგ. ვიდეოში ჩანს კადრები, თუ როგორ შედის რამდენიმე ასეული ადამიანი უცნობ დაწესებულებაში. ვიდეოს ავტორი არ აკონკრეტებს თუ  რომელ ქალაქში არის გადაღებული კადრები. 

 

ტიკტოკის კომენტარებში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ვიდეოს ავთენტურობა ეჭვქვეშ დააყენა და ყურადღება მიაქცია ვიდეოში მონაწილე ადამიანების ჩაცმულობას. მისი კომენტარის თანახმად, ნოემბერში იტალიაში ადამიანებს საზაფხულო ტანსაცმელი ვერ ეცმებოდათ. ყალბი ვიდეოს ავტორი კი პასუხობს, რომ მწვანე პასპორტები იტალიაში ოქტომბერში ამოქმედდა, რა დროსაც სითბო იყო. 

 

კომენტარებში ვიდეოს ავტორი ამტკიცებს, რომ მწვანე პასპორტები იტალიაში ოქტომბერში მიიღეს, რა დროსაც იტალიაში სითბო იყო. ამით ავტორი სეზონისა და ვიდეოში მონაწილე პირების ჩაცმულობის შეუსაბამობის ახსნას ცდილობს

 

საძიებო სიტყვების გამოყენებით ასევე მივაგენით საეჭვო ანგარიშს ტვიტერზე, რომელიც იმავე ვიდეოს იდენტური აღწერით ავრცელებდა. ვიდეო 5 ნოემბერს გამოქვეყნდა.

 

ტვიტერის ვიდეო In VID-ში გავაანაზილეთ. Keyframes-ის უკუძიების მეშვეობით (Reverse Image Search) დადგინდა, რომ ვიდეო იტალიაში, რომში, 2011 წელს, კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე არის გადაღებული.  იგი საფეხბურთო ონლაინ გამოცემა In de Hekken-ის იუთუბ არხზე იძებნება. ვიდეოში რეალურად საფეხბურთო კლუბ ნაპოლის მხარდამჭერები არიან, რომლებიც სტადიონ ოლიმპიკოზე ფეხბურთის მატჩის სანახავად მივიდნენ. 

 

 

Investigative Media Lab