თარიღი: 28 April 2022
“აღდგომა იყო, მიცვალებულთა ხსენების დღეს, როგორც ყველა მეც საფლავზე წავედი. თუმცა სხვებისგან განსხვავებით ცალ ხელში ანთებული სანთელი მეჭირა, ცალი ხელით კი მობილურში პოსტებს ვაზიარებდი.”
ყალბი ამბების გავრცელება უცხო თემა ნამდვილად აღარ არის, ყველამ კარგად ვიცით, რომ კონკრეტული ჯგუფები ყალბი ამბების გავრცელებით ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ საზოგადოების აზრის ფორმირებაზე, შეცვალონ ის ან სულაც ეჭვქვეშ დააყენონ კონკრეტული საკითხის ჭეშმარიტება. მაგრამ თუ დავსვამ შეკითხვას გინახავთ ან მოგისმენიათ ადამიანი, რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას , დიდი ალბათიბით პასუხი იქნება არა, რადგან ისინი ყოველთვის ჩრდილში დგანან, ისე თითქოს არც არსებობენ.
მხოლოდ ეკრანი, კლავიატურა და ფანტაზიის დიდი უნარი საკმარისია იმისთვის, რომ გახდე “მანათობელი”, “მანათობელი” წერტილი “ყალბი ამბების მწვერვალზე” სადაც მოხვედრა ძალიან მარტივია, ჩამოსვლა კი ძალიან ძნელი. ამ მანათობელ წერტილს საზოგადოება იცნობს , როგორც “ტროლი” (ადამიანს, რომელიც ავრცელებს არაადეკვატურ და პროვოკაციულ ინფორმაციას ინტერნეტ სივრცეში.)
ჩემი სტატიის ანონიმური გმირიც ამ “მანათობელი წერტილის” ერთერთი ყოფილი შემოქმედია.
“ყველაფერი “ქართულ ოცნებაში” მოხალისეობით დაიწყო, ერთ დღესაც ჩვენმა თანამშრომელმა გამოაცხადა, რომ POS TV-ზე იყო ვაკანსია სოციალური მედიის მენეჯერის პოზოციაზე, მე უბრალოდ ხელი ავიწიე და ასე მოვხვდი არხზე.
თავიდან ჩემთვის ყველაფერი ბუნდოვანი იყო, რადგან ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა ( არ მინდა მკითხველმა ჩათვალოს, თითქოს არ ვიცოდი რა მიზანს ემსახურებოდა ეს კონკრეტული საქმიანობა, უბრალოდ იმის თქმა მსურს, რომ უფრო მასშტაბური იყო ეს საქმე ვიდრე მე წარმომედგინა). ამიხსნეს, რომ კომპიუტერის ეკრანზე იქნებოდა ფოლდერი სადაც განთავსებულ ვიდეოებს მე სოციალურ ქსელში ავტვირთავდი.
საწყის ეტაპზე ყველაფერი ძალიან მარტივად მეჩვენებოდა, თუმცა დღეები გადიოდა ჩემი მოვალეობები კი ყოველდღიურად იზრდებოდა.
ავტორიტარულ ქვეყნებში “ტროლების ქარხანა” წარმატებით ფუნქციონირებს, არც საქართველოა გამონაკლისი და როგორც წყარო ამბობს, ხელისუფლებაში ყოფნის დღიდან “ქართულმა ოცნებამ” და მასთან აპელირებულმა ძალებმა შექმნეს ინტერნეტ ტროლინგის მძლავრი მექანიზმები , რომლებლსაც დღესაც ეფექტურად იყენებენ.
თუმცა სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ქართველ ტროლებს ნაკლები შრომის გაწევა სჭირდებათ იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ამ ყველაფერს რამდენიმე მიზეზი აქვს ესენია:
“ჩემი თითოეული ყალბი ფეისბუქ ანგარიში, ძალიან კარგად მახსოვს, მათ სამი კვირის განმავლობაში ვაწყობდი და აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ სამივე ერთამენთისგან რადიკალურად განსხვავებული პიროვნება ყოფილიყო.
ჩემი პირველი ნამუშევარი იყო ქართველი +50 წელს გადაცილებული ემიგრანტი ქალი, მეორე შუახნის ტაქსის მძღოლი მამაკაცი და ბოლოს უბრალოდ პროფილი, რომელზეც ლამაზი ახალგაზრდა გოგონას ფოტო განვათავსე. ცოდვა გამხელილი სჯობსო ნათქვამია და გულახდილად გეტყვით ამ ორი კვირის განმავლობაში ეს ყველაფერი ჩემთვის იმდენად აზარტული გახდა, რომ ვცდილობდი პროფილები იდეალურ ვარიანტამდე მიმეყვანა. როცა მათი შექმნა დავასრულე, ვერიფიკაციისთვის ლინკები მენეჯერს გადავუგზავნე, მან დაადასტურმა პროფილების ვალიდურობა და იმ დღიდან სოციალურ სამყაროში ერთდროულად სამი განსხვავებული ადამიანი ვიყავი, რომელსაც საერთო აზრი აერთიანებდათ.”
საზოგადოებრივი აზრი ეს არის მასობრივი ცნობიერების ფორმა, რომელშიც ვლინდება სხვადასხვა ჯგუფის ადამიანების ფარული ან ღია დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების მიმართ, რომლებიც შედის მათი ინტერესის ან მოთხოვნების სფეროში.
ჩვენი რესპონდეტისა და მისი კოლეგების ინტერესი იყო სწორედ საზოგადოებრივი აზრი და მისი ფორმირება.
ტროლები ქმნიან განცდას, რომ ერთი კონკრეტული აზრის გარშემო ბევრი ადამიანია გაერთიანებული, ისინი ყალბი უმრავლესობის რეალობის შექმნას ცდილობენ. ფეისბუქ მომხმარებლებს კი, შესაძლოა, აღარ სურდეთ საკუთარი აზრის დაფიქსირება, რადგან თვლიან, რომ არაპროპორციულ დისკუსიაში შევლენ.
“დიდ სივრცეში განლაგებულ პერსონალურ კომპიუტერებთან ჩემი ასაკის ოცამდე ახალგზარდა ვისხედით, კონტაქტი მინიმალური, მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში ვმუშაობდით ჯგუფურად. ეს გულისხმობდა რამდენიმე დიდ ფეისბუქ ჯგუფს, სადაც მინიმუმ ხუთი ჩვენგანი ვიყავით მოდერატორი:
ვმუშაობდი ყველგან და ყოველთვის, ოფისში პერსონალური კომპიუტერით, სახლში ლეპტოპით , გარეთ მობილური ტელეფონით. არ არსებობდა შაბათი-კვირა, სადღესასწაულო დღეებში ჩვენი გასაკეთებელი საქმე ორმაგდებოდა. ხელფასს ყოველთვის ხელზე მაძლევდნენ, ამის მიზეზი ალბათ ნათელია”
ზოგიერთი მომხმარებელი თავს იკავებს საკუთარი აზრის საჯაროდ დაფიქსირებისგან. განცდა, რომ მას აგრესიულად უპასუხებენ კომენტარების ველში, სწორედ ტროლებმა შექმნეს.
“იქ მუშაობის პერიოდში, არასდროს მტოვებდა განცდა, რომ ცუდ საქმეს ვემსახურებოდი, თუმცა რეალურად მხოლოდ მაშინ დავფიქრდი ამაზე, როცა ერთ დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობისას, აღმოვაჩინე ჩემი კოლეგები,კომენტარებში, როგორ ესხმოდნენ თავს ჩემს ოჯახის წევრს და ცდილობდნენ მისი აზრის დესტრუქციას. ამ ამბიდან ერთ კვირაში მე იქ აღარ ვმუშაობდი ,თუმცა განცდა, რომ მათი ნაწილი ვიყავი, ხანდახან ძილს მიფრთხობს”
ფაქტია, რომ ამ საქმის სათავეში მყოფები, ძალიან კარგად იცნობენ საზოგადოებისთვის მგრძნობიარე საკითხებს და იციან რა სახის მაქინაციებია საჭირო კონკრეტული მიზნების მისაღწევად. ტროლები კი უბრალოდ არიან შემსრულებლები და ერთ-ერთი რგოლი ამ დიდ და უწყვეტ ჯაჭვში, რასაც “Fake news” ქვია.
სამწუხაროა ფაქტი, რომ აშკარა მოწმეები ვართ იმ ყველაფრის რაც ჩვენ თავს ხდება, ვიცით მათი შემოქმედნი და ყველა ვინც ამ საქმით არის დაკავებული, თუმცა სამწუხაროდ ვერაფერს ვაკეთებთ, რომ რეალობა შევცვალოთ. მე მგონია, რომ ჩემი ანონიმური წყარო იმ გრძელ და მყარ ჯაჭვს შეასუსტებს და საზოგადოებას მის მის მიერ ჩემთვის მოთხრობილი ისტორია დაეხმარება გაიაზროს ვინ არიან ტროლები და რა გზებით ცდილობენ საზოგადოების აზრის ფორმირებას”