ანა მედიალაბორატორიას 2022 წლის ოქტომბერში შემოუერთდა. მანამდე ის ონლაინ-გამოცემა ტაბულას ჟურნალისტი და რედაქტორი იყო. ანას დამთავრებული აქვს პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის International Visitors Leadership Program-ის კურსდამთავრებული. ასწავლის საგამოძიებო ჟურნალისტიკასა და მედია და პოლიტიკას.