გიორგი გვიშიანი არის გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელსაც აქვს ამ სფეროში მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება. ამჟამად მუშაობს "მთავარ არხზე", გადაცემა Post Factum-ში. არის არაერთი პრიზის მფლობელი, მათ შორის, 2015 წელს მიღებული აქვს საქართველოს გაეროს ასოციაციის ტოლერანტობის პრიზი მრავალფეროვნების საკითხებზე მედია პროდუქციისთვის. საგამოძიებო მედია ლაბის ფარგლებში, გიორგი გვიშიანი, 10-მდე სტუდენტთან ერთად, მუშაობს სხვადასხვა საგამოძიებო პროექტზე.