სალომე კვირიკაშვილი არის მმართველობის მონიტორინგის ცენტრის მიერ დაფუძნებული პროექტის, "ფლანგვის დეტექტორის" უფროსი მკვლევარი. IML-ში უძღვება ანტიკორუფციული სასწავლო ცენტრის კურსს. ანტიკორუფციული სასწავლო ცენტრი IML-ისა და ფლანგვის დეტექტორის საერთო პროექტია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღეს ღია წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციის მოპოვების, ანალიზისა და შესაძლო კორუფციული სქემების გამოვლენის შესახებ.