ხატია შამანაური არის საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და IML-ის ტრენერი. ხატია შამანაურს დამთავრებული აქვს კარდიფის უნივერსიტეტის კომპიუტერული და მონაცემების ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამა. მას საქართველოში სხვადასხვა ტელეკომპანიაში ჟურნალისტად და პროდიუსერად მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს. 2020 წელს გახდა Alfred Friendly Press Partners Fellowship-ის მონაწილე, 2021 წელს კი გაერთიანებული სამეფს მთავრობის Chevening-ის პროგრამის გამარჯვებული. ამჟამად მუშაობს Zink Network-ისთვის და თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო მედიასთან, მათ შორისაა BBC და Telegraph. საქართველოს უნივერსიტეტში ის კითხულობს მონაცემთა ჟურნალისტიკას, ხოლო IML-ის მსმენელებისთვის შემუშავებული აქვს ინტენსიური 5-დღიანი კურსი მონაცემების ანალიზსა და ვიზუალიზაციაში.