გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი, ფაქტი" საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მუშაობს ჟურნალისტურ პროექტზე, რომლის მიზანია შეისწავლოს 2012 წლიდან დღემდე სახელმწიფოს მიერ უძრავი ქონების პრივატიზების შემთხვევები, გამოკვეთოს ძირითადი ტენდენციები და რიგ შემთხვევებში კითხვის ნიშნები დასვას კორუფციული გარიგებების შესახებაც.
პროექტზე სამუშაოდ ვიწვევთ ხუთ სტუდენტს, რომელთაც ინტერესი აქვთ საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართ, აქვთ მოთმინების უნარი და ხანგრძლივად ვრცელ მასალაზე მუშაობის სურვილი. პროექტის ფარგლებში სტუდენტებს მოუწევთ ღია მონაცემთა ბაზებზე მუშაობა, დიდი მოცულობის ინფორმაციის გაანალიზება და დამუშავება ექსელის ფაილში, საინტერესო ტენდენციების გამოკვეთა გამომძიებელ ჟურნალისტებთან ერთად და შემდეგ საგამოძიებო მულტიმედიური მასალის შექმნა, რომელიც გამოქვეყნდება უნივერსიტეტისა და "აი, ფაქტის" გვერდებზე.
პროექტის ხანგრძლივობაა 8 კვირა.
სამუშაო ჯგუფს უძღვება გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აიფაქტის დამფუძნებელი ნინო ბაქრაძე.