თარიღი: 16 September 2024
ქართული მუსიკალური ინდუსტრია საკმაოდ პატარა, თუმცა განვითარებულია, იგი მოწოდების სიმაღლეზე დგას და მკაფიო მრავალფეროვნებით ხასიათდება. ჩვენ მრავალი მიმართულების ნიჭიერი მუსიკოსი გვყავს,რომლებიც მუდმივად ახერხებენ აუდიტორიის გაოცებას თავიანთი შემოქმედებით.
ამ შემთხვევაში ყურადღებას გავამახვილებთ კონკრეტულად ქართულ როკ მუსიკაზე, როკ კულტურაზე. ჩვენი როკ სცენა არ არის ძალიან ფართო,თუმცა ამ პატარა ქვეყნის პირობების კვალობაზე მაინც საკმაოდ ბევრი არტისტი გვყავს. როკ მუსიკის ისტორია დაახლოებით 90-იანი წლებიდან ითვლის დასაწყისს და დროთა განმავლობაში თავი მოიყარა უამრავმა წარმატებულმა არტისტმა, ბენდმა,რომლებიც ძველი დროიდან მოყოლებული დღემდე გამოდიან ქართულ სცენაზე საზოგადოების წინაშე, გვიჩვენებენ საკუთარ ნიჭს,შემოქმედებას და ზრუნავენ ჩვენს დადებით ემოციებზე.
უნდა აღინიშნოს,რომ ამ სფეროში გარკვეული დოზით შეიმჩნევა სქესობრივი დისბალანსი,კერძოდ,ქალი როკ-მუსიკოსების დეფიციტი. სხვადასხა სტერეოტიპის ფონზე ხდება ისე,რომ ქალი როლი შედარებით იჩრდილება ამ სფეროში,თითქოს აქცენტი უფრო მეტად კეთდება მამაკაცებზე და ეს სფეროც ერთგვარად უფრო მამაკაცურ სფეროდ აღიქმება. უნდა აღინიშნოს,რომ მდედრობითი წარმომადგენლების შემოქმედებითი აზროვნება და ავთენტური მახასიათებლები ნამდვილად სჭირდება ამ სფეროს მრავალფეროვნებისათვის და მთლიანობაში ეს ყველაფერი აუცილებელია ქართული მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებისათვის. ლოგიკურია,რომ გენდერული მრავალფეროვნება ხელს შეუწყობს შემოქმედებით ინოვაციებს,ამიტომ ამ თემაზე ყურადღების გამახვილება აუცილებელია.
ჩვენს სიუჟეტში კი იხილავთ რამოდენიმე არტისტს, ანდერგრაუნდიდან და მეინსტრიმ მუსიკიდან, ჩვენი რესპოდენტები საუბრობენ თავიანთ გამოცდილებებზე, ემოციებზე, შეხედულებებზე და ზოგადად, როგორია იყო ქალი ქართულ როკში.
ჩვენი მთვარი მიზანი იყო გვეჩვენებინა, თუ რა ხდება დღესდღეისობით ისეთ სივრცეებში და სფეროებში სადაც საზოგადოების ნაწილს ხელი არ მიუწვდება ან ინტერესი არ გააჩნია, ქალთა სიმცირე არსებობს ყველა სფეროში, ეს არარის მხოლოდ “როკი”. თითოეული რესპოდენტი გამოცდილი და მნიშვნელოვანი ნაწილია ამ სფეროში, ისინი დღითი-დღე ცდილობენ განავითარონ ეს კულტურა და მათი სიტყვა,გულისტკივილი თუ სიხარული ამ ფორმით გადმოსცენ. როგორც ერთ-ერთმა რესპოდენტმა (ლიზამ) გვითხრა, არ სიამოვნებს ისეთი მუსიკოსების მოსმენა,რომლებიც მხოლოდ ცნობადობაზე ფიქრობენ, მისი აზრით “როკი” და ზოგადად მუსიკა არის ის,რაც განსავითარებლად უნდა გამოიყენო და შენი წვლილი აუცილებლად უნდა შეიტანო ამაში, შრომა კი თავის დროზე აუცილებლად დაგიფასდება.