პროექტები

სამუშაო ჯგუფი - ანტიკორუფციული სასწავლო ცენტრი

ანტიკორუფციული სასწავლო ცენტრი მედიალაბისა და ფლანგვის დეტექტორის საერთო პროექტია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღეს ღია წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციის მოპოვების, ანალიზისა და შესაძლო კორუფციული სქემების გამოვლენის შესახებ. 

კურსი მოიცავდა  ისეთ თემებს როგორიც არის: 

  • საჯარო წყაროები კორუფციის გამოსავლენად;
  • სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი;
  • არქიტექტურული პროექტების კვლევა და ინტერაქტიული რუკის გამოყენება;
  • საჯარო რეესტრის ვებ-გვერდის გამოყენების ტექნიკები;
  • ოფშორული კომპანიები;
  • ბიუჯეტის წაკითხვის ტექნიკები. 

სამუშაო ჯგუფის მენტორი ფლანგვის დეტექტორის უფროსი მკვლევარი, სალომე კვირიკაშვილია. 

Investigative Media Lab