საგამოძიებო ლაბი

ugsp logo

საგამოძიებო ლაბი

საგამოძიებო მედიალაბი აერთიანებს პრაქტიკულ კურსებს, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის ფარგლებში ისწავლება. ლაბორატორია მოქმედ და მომავალ ჟურნალისტებს სთავაზობს კურსებსა და ტრენინგებს საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და ღია წყაროებით გამოძიების მეთოდების შესახებ. ლაბორატორია პირველია საქართველოში, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტებს, პროფესორებს და პრაქტიკოს ჟურნალისტებს, რომლებიც სპეციალიზდებიან საგამოძიებო და მონაცემთა ანალიზზე.

ლაბორატორიის მიზანია:

  • მოახდინოს საგამოძიებო ჟურნალისტიკის პოპულარიზაცია, გაზარდოს მისი გავლენა და აღჭურვოს მომავალი თაობა სიღრმისებული გამოძიებისთვის საჭირო უნარებით;
  • მოახდინოს ინფორმაციის თავისუფლებისა და საჯარო ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომის პოპულარიზაცია.

Investigative Media Lab