კურსი ორიენტირებულია პროპაგანდის, რუსული ჰიბრიდული ომის, ფაქტების ვერიფიკაციის და გადამოწმების ტექნიკების შესწავლაზე. კურსის მიზანია სტუდენტს მისცეს პროპაგანდის, ყალბი ამბების შესახებ ცოდნა და გამოუმუშაოს ფაქტების გადამოწმებისა და ვერიფიკაციის უნარი.
ამ კურსის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის საკითხების გაშუქების თავისებურებებს. კურსის ერთ-ერთი მიზანია სტუდენტების ამ თემებით დაინტერესებით ჟურნალისტიკაში ამ მიმართულებების უკეთ გამოკვეთა და განვითარება. გამოუმუშაოს გარემოსა და ჯანდაცვის საკითხების ცოდნა, ამ ორი სფეროს მათი ურთიერთკავშირის გაცნობიერება; ჯანდაცვის გაშუქების დროს ხარისხიანი და გაშუქების საჯარო სიკეთეები.
სტუდენტები შეისწავლიან საგამოძიებო მასალაზე მუშაობის სპეციფიკას, საგამოძიებო ჰიპოთეზის ჩამოყალიბების თავისებურებებს, საჯარო ინფორმაციის მოპოვების თავისებურებებს,საგამოძიებო პროცესის კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან კონკრეტული სფეროს გამოძიების სპეციფიკას. კურსის მიზანია სტუდენტებს გამოუმუშაოს ჟურნალისტური გამოძიებისა წარმოების უნარი.
კურსის ფარგლებში სტუდენტები ისწავლიან, თუ რა არის მონაცემები და როგორ გამოიყენება ისინი ჟურნალისტურ საქმიანობაში. კურსი შედგება შემდეგი თემებისგან: მონაცემების მოპოვების ძირითადი გზები და სტრატეგიები, ძირითადი სტატისტიკური ცნებები, მონაცემთა ანალიზი, მონაცემთა ვიზუალიზაციის პრინციპები და ვიზუალიზაციის მარტივი ონლაინ საშუალებები. კურსის მიზანია სტუდენტებმა შეძლონ მონაცემების, მათ შორის დიდი მონაცემების მოპოვება, დამუშავება და გამოყენება ჟურნალისტურ საქმიანობაში.
კურსი განიხილავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა საქართველოს სახელმწიფო არქივებში დაცული უახლესი ისტორიის ამსახველი საარქივო დოკუმენტები და წყაროები. კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს ცოდნა საქართველოს სახელმწიფო არქივებში დაცული საარქივო წყაროების და მათი გამოყენების გზების შესახებ. შეასწავლოს ისტორიის ინტერდისციპლინურობა და განვრცობის გზები. კურსის მონაწილეებს განუვითაროს დოკუმენტებზე დაფუძნებული დოკუმენტებზე დაფუძნებული კვლევის უნარ-ჩვევები.
კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს ცოდნა შემდეგ თემატურ საკითხებზე: დეზინფორმაციისა და პროპაგანდის თეორიული მიმართება დემოკრატიულ იდეალებთან; დეზინფორმაციის ინსტრუმენტალიზაცია მემარჯვენე რადიკალური ძალების მიერ; დეზინფორმაციის როლი პოპულისტურ პოლიტიკასა და დისკურსში და გამოუმუშაოს დეზინფორმაციის ეფექტების ანალიზის უნარი დემოკრატიზაციის პროცესზე.
კურსის მიზანია სტუდენტს მისცეს ცოდნა დეზინფორმაციის და საინფორმაციო ოპერაციების თანამედროვე სტრატეგიების, დეზინფორმაციის კვლევის მეთოდებისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების, ასევე დეზინფორმაციასთან ბრძოლაში საზოგადოების კოლექტიური მეხსიერების, მეხსიერების პოლიტიკისა და ისტორიული ნარატივების როლის შესახებ.