Projects

სამუშაო ჯგუფი: სახელმწიფო ქონების გასხვისება

პროექტის მიზანია შეისწავლოს 2012 წლიდან დღემდე სახელმწიფოს მიერ უძრავი ქონების პრივატიზების შემთხვევები, გამოკვეთოს ძირითადი ტენდენციები და რიგ შემთხვევებში კითხვის ნიშნები დასვას კორუფციული გარიგებების შესახებაც. პროექტის მენტორი - ნინო ბაქრაძე

სამუშაო ჯგუფი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მონიტორინგი სატელიტური გამოსახულებების მეშვეობით

პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა სატელიტური მონაცემების მეშვეობით გააანალიზეს რუსული ოკუპაციის ფიზიკური შედეგები. ამ პროცესში მათ გამოიკვლიეს, რომ 2014 წელს დევნილთა სამინისტროში გაჩენილმა ხანძარმა, სავარაუდოდ, სწორედ ის ოთახი დააზიანა, სადაც პროგრამის "ჩემი სახლი" არქივი ინახებოდა, საკუთრების დასარეგისტრირებლად საჭირო დოკუმენტებით. სამუშაო ჯგუფის მენტორი - ლაშა კვესელაძე

Investigative Media Lab