პროექტები

სამუშაო ჯგუფი: სახელმწიფო ქონების გასხვისება

პროექტის მიზანია შეისწავლოს 2012 წლიდან დღემდე სახელმწიფოს მიერ უძრავი ქონების პრივატიზების შემთხვევები, გამოკვეთოს ძირითადი ტენდენციები და რიგ შემთხვევებში კითხვის ნიშნები დასვას კორუფციული გარიგებების შესახებაც. პროექტის მენტორი - ნინო ბაქრაძე

სამუშაო ჯგუფი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მონიტორინგი სატელიტური გამოსახულებების მეშვეობით

პროექტის ფარგლებში სტუდენტები სატელიტური სატელიტური მონაცემების მეშვეობით აანალიზებენ რუსული ოკუპაციის ფიზიკურ შედეგებს. პროექტი ასევე ითვალისწინებს საველე კვლევას ინტერვიუების სახით დეზინფორმაციის, ისტორიის, უსაფრთხოების და სხვა შესაბამისი მიმართულების ექსპერტებთან. სამუშაო ჯგუფის მენტორი - ეთო ბუზიაშვილი

სამუშაო ჯგუფი - ანტიკორუფციული სასწავლო ცენტრი

ანტიკორუფციული სასწავლო ცენტრი მედიალაბისა და ფლანგვის დეტექტორის საერთო პროექტია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღეს ღია წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციის მოპოვების, ანალიზისა და შესაძლო კორუფციული სქემების გამოვლენის შესახებ. სამუშაო ჯგუფის მენტორი - სალომე კვირიკაშვილი

ჟურნალისტური გამოძიება შავი ზღვის დაბინძურების შესახებ, უკრაინაში ომზე აქცენტით

საგამოძიებო მედია ლაბის ორგანიზებით, შავი ზღვის ექვსი ქვეყნის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ერთობლივად იმუშავეს, რათა გამოეძიებინათ შავი ზღვის დაბინძურების დონე, უკრაინაში რუსეთის ომზე ფოკუსით, და შეეფასებინათ, რამდენად ადეკვატურია სახელმწიფოების რეაგირება არსებულ საფრთხესთან მიმართებით. საბოლოო მასალა გამოქვეყნდა ექვს ქვეყანაში, ექვს სხვადასხვა ენაზე.  

გარემოსდაცვით საკითხებზე ფოკუსირებული საგამოძიებო ჟურნალისტიკის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში

საგამოძიებო მედია ლაბის ორგანიზებით, ჯამში ცხრა ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი დამწყები გამომძიებელი ჟურნალისტი გადამზადდა გარემოს დაცვის საკითხების ჟურნალისტურად გამოძიების ტექნიკაში. ინტენსიური ტრენინგების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა ჯგუფურად იმუშავეს თავიანთ ქვეყნებში წყლის რესურსებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. გამოძიებები გამოქვეყნდა სამ ქვეყანაში სამ სხვადასხვა ენაზე.

საგამოძიებო ჟურნალისტიკის სწავლებაში ქალი ლექტორებისა და ჟურნალისტების გაძლიერება

საგამოძიებო მედია ლაბის მენტორები და საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორები/პოტენციური ლექტორები ინტენსიური ტრენინგებით გადამზადდნენ საგამოძიებო ჟურნალისტიკის სწავლების მეთოდებში. შვიდი მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი თვეების განმავლობაში მუშაობდა მენტორებისა და ლექტორების ჯგუფთან. შედეგად, მივიღეთ ათამდე გადამზადებული ლექტორი, განახლებული სილაბუსები, ერთი ახალი, ინოვაციური კურსი და საქართველოში პირველი სახელმძღვანელო საგამოძიებო-გზამკვლევი საგამოძიებო ჟურნალისტიკაში, რომელიც აერთინებს 6 საგამოძიებო ქეისს.  

საგამოძიებო ჟურნალისტიკის სწავლებაში ქალი ლექტორებისა და ჟურნალისტების გაძლიერება

IREX-ის SAFETY გრანტის ფარგლებში, ორგანიზაციამ გადაამზადა საგამოძიებო მედია ლაბის სამი ტრენერი ფიზიკურ, ციფრულ და ფსიქოსოციალურ უსაფრთხოებაში. ტრენერების ტრენინგების ციკლის შემდეგ, საგამოძიებო მედია ლაბის ორგანიზებით, ჩატარდა ინტენსიური ტრენინგების სამი რაუნდი სატელევიზიო, ონლაინ და გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის. ჯამში უსაფრთხოების ნაწილში გადამზადდა 30 ჟურნალისტი.  

ჟურნალისტების გადამზადება წინასაარჩევნო, არჩევნების დღის და არჩევნების შემდგომი მოვლენების გაშუქებაში

საგამოძიებო მედია ლაბის ორგანიზებით, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, 12 სატელევიზიო თუ ონლაინ ჟურნალისტი გადამზადდა წინასაარჩევნო, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი მოვლენების გაშუქებაში. ჰიბრიდული ტრენინგების ერთკვირიანი ციკლი მოიცავდა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ექსპერტებს და ფარავდა ყველა იმ საკითხს, რაც მნიშვნელოვანი იყო ჟურნალისტებისთვის არჩევნების ამომწურავად დასაფარად.

საქართველოს საარჩევნო ობსერვატორია

საქართველოს საარჩევნო ობსერვატორია (GEObservatory24) მოკლევადიანი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავდა 2024 წლის წინასაარჩევნო ნარატივების ანალიზს. კლასიკური ფაქტ-ჩეკინგისგის განსხვავებით, ობსერვატორია არამხოლოდ ცალკეულ განცხადებებს ამოწმებს, არამედ მთლიან ნარატივებს განიხილავს და მედია ანალიზთან ერთად, პოლიტიკურ ანალიზსაც გთავაზობთ.     ობსერვატორია Fojo Media Institute-ის, საქართველოს უნივერსიტეტის საგამოძიებო მედია ლაბისა (IML) და უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრის (UGSPN) ერთობლივი პროექტია. 

საგამოძიებო მედიალაბი