თარიღი: 20 November 2024
მიუხედავად იმისა, რომ ცესკოს შედეგებით, ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მიუღია, მმართველი პარტიის ლიდერები ოპოზიციის გაუქმებაზე კვლავ ალაპარაკდნენ. თუმცა, რას ცვლიდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება მაშინ, როდესაც კონსტიტუციის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების საქმიანობის აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია?თარიღი: 18 November 2024
თარიღი: 12 November 2024
2024 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას ქართული ოცნების წარმომადგენლები დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ. ისინი იმედოვნებენ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის დაძაბული ურთიერთობის გადატვირთვას ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს.თარიღი: 8 November 2024
პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევნების დღეს 3 100-ზე მეტ უბანზე გარემო სრულიად მშვიდი იყო. ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ასევე საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს კი, განსხვავებული შეფასებები აქვთ.თარიღი: 5 November 2024
ქართული ოცნების პოლიტიკა თავადაა ფსევდოლიბერალიზმის გამოვლინება, თუმცა ამ უკანასკნელით ბრალს ისინი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას სდებენ.თარიღი: 5 November 2024
უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ერთადერთი ევროპელი ლიდერია, ვინც ქართულ ოცნებას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.თარიღი: 4 November 2024
ბიულეტენზე საარჩევნო სუბიექტების განლაგების გათვალისწინებით, ადვილად მისახვედრი იყო, თუ როგორი არჩევანი გააკეთა ამომრჩეველმა. კერძოდ, თუ ბიულეტენის უკანა მხარეს გაფერადების კვალი ბიულეტენის ზედა ნახევარში იქნებოდა, დადასტურებით შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ამომრჩეველმა ოპოზიციური პარტია აირჩია. ამას ემატებოდა ისიც, რომ ყუთთან მდგომი კომისიის წევრი ბიულეტენს, ამომრჩევლის ნაცვლად, ხშირად თავად ათავსებდა აპარატში. ასევე, უბნების დიდ ნაწილში „ქართული ოცნების“ კამერები იყო დამონტაჟებული და, უმეტეს შემთხვევაში, პირდაპირ უყურებდა ხმის მთვლელ აპარატს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კენჭისყრის დღის განმავლობაში, მოქალაქეები თავად ავრცელებდნენ იმ ფაქტს, რომ მარკერის კვალი ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა.თარიღი: 30 October 2024
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები ხშირად ავრცელებენ ინფორმაციას თითქოს 2008 წლის ომის დროს მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირები და პარლამენტის დეპუტატები ქვეყნიდან გაიქცნენ.თარიღი: 25 October 2024
ქართული ოცნება ამომრჩევლებს არწმუნებს, რომ 12 წელიწადში მმართველმა გუნდმა მართლმსაჯულების ევროპული სტანდარტის სისტემა შექმნა. განსხვავებულ რეალობაზე მიუთითებს სანქციები მოსამართლეების წინააღმდეგ, კრიტიკა კლანური მმართველობის გამო და ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა.თარიღი: 21 October 2024
არადემოკრატიული ძალები ევროსკეპტიციზმის გასაღვივებლად და მათდამი კრიტიკის გასაქარწყლებლად ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს ხშირად აიგივებენ. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირსა და ევროკავშირს შორის პარალელის გავლება აბსურდულია, არადემოკრატიული ძალები აღნიშნულ ნარატივს ანტიდასავლური სენტიმენტების გასაძლიერებლად ხშირად მიმართავენ.თარიღი: 18 October 2024
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ევროკავშირის მიერ ინიცირებული "დემოკრატიის დაცვის" პაკეტის ნაწილი, კერძოდ, "სხვა ქვეყნების ინტერესების წარმომადგენლების საქმიანობის გამჭვირვალობის" შესახებ დირექტივა, ე.წ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მსგავსია. თუმცა, ევროკავშირის დირექტივა ფოკუსირებულია უცხოური ჩარევის და დეზინფორმაციის პრევენციაზე, ლობისტებისა და მესამე ქვეყნების წარმომადგენლების რეგულირებით, მაშინ როცა საქართველოს კანონი მიზნად ისახავს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის რეგულირებას. ევროკავშირის დირექტივა შეიცავს მექანიზმებს უფლებების დასაცავად, რაც მას სრულიად განსხვავებულს ხდის ქართული კანონისგან, რომლის მიზანიცაა, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისა და ჟურნალისტების "აგენტებად" იდენტიფიცირება.თარიღი: 15 October 2024
“ქართული ოცნების” ლიდერები ამომრჩევლებს არწმუნებენ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საკონსტიტუციო მოწყობის ახალი მოდელი სჭირდებათ. საქართველოს მთავრობის ოფიციალური სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კი სრულიად სხვა რეალობას ჰყვება. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთის პოლიტიკური ნების გამო ვერ ხერხდება. რუსეთიდან კი ოცნების ლიდერებს მუდმივად ახსენებენ, რომ კრემლი საკუთარი მიდგომის გადახედვას არ აპირებს.თარიღი: 11 October 2024
ქართული ოცნების ულტრა-მემარჯვენე პოპულისტური რიტორიკის კიდევ ერთი გამოხატულება რელიგიით მანიპულირებაა. მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნოდ ეკლესიის მცველის როლი მოირგო და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივითაც გამოვიდა. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების ერთ-ერთი არგუმენტი ქართული ეკლესიისა და საპატრიარქოს დაცვა იყო, იმის მტკიცებით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ქართულ ეკლესიას ებრძვიან.თარიღი: 10 October 2024
ვის გულისხმობს მმართველი ხელისუფლება “გლობალური ომის პარტიაში” და რატომ გახდა საჭირო მათთან “ურთიერთობების დალაგება”?თარიღი: 7 October 2024
ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მმართველ გუნდს ფინანსურ შანტაჟში აშშ და ევროკავშირი არასდროს დაუდანაშაულებია. რას ამბობდნენ ქართულ ოცნების ლიდერები?თარიღი: 5 October 2024
ბოლო წლებში ქართული ოცნების ულტრა-მემარჯვენე პოპულისტური რიტორიკა დემოკრატიულ უკუსვლასთან ერთად გაძლიერდა. ანტი-ლგბტ სენტიმენტები და ოჯახური ღირებულებები მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ფუნდამენტურ ნაწილად იქცა. ანტი-ლგბტ პათოსმა საკანონმდებლო დონეზეც მიაღწია და პარლამენტმა ახლახან ანტი-ლგბტ კანონი მიიღო. აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის ჰომოფობიური ნარატივი დეზინფორმაციაზე, საზოგადოების სენტიმენტებით მანიპულაციასა და მცდარ აღქმებზეა დაფუძნებული.თარიღი: 2 October 2024
"ომი საქართველომ დაიწყო", "ომი 8 აგვისტოს დაიწყო", "წინა ხელისუფლებამ აღიარა ომის დაწყება", "დასავლეთმა მიგვატოვა" - ეს და სხვა დეზინფორმაციული ნარატივები ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. სტატია დეტალურად მიმოიხილავს და ფაქტებით ამოწმებს თითოეულ ამ გზავნილს.თარიღი: 30 September 2024
ქართული ოცნების "უპრეცედენტო მშვიდობის კვალდაკვალ" – როგორია საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიურობა საოკუპაციო რეჟიმის პირისპირ; ომის შიშის ინსტრუმენტალიზაცია.