არჩევნები 2024

უცხოური ჩარევა არჩევნებში: რას ვერ ხედავს ქართული ოცნება

ავტორი: GEObservatory თარიღი: 22 November 2024

“ქართული ოცნების” წევრები არჩევნებში უცხოური ჩარევის თაობაზე არჩევნებამდეც აკეთებდნენ განცხადებებს. 27 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “ქართულ არჩევნებში გარე ჩარევა დღეს არის განსაკუთრებულად ინტენსიური, რაც სამწუხაროა.” ხოლო შალვა პაპუაშვილმა არჩევნებამდე 3 დღით ადრე შემდეგი განცხადება გააკეთა, “ [ოპოზიციას] კამპანიას უცხოეთიდან უწარმოებენ. ჩვენ ვაკვირდებით, დღე არ გადის, რომ უცხოეთიდან 2-3 განცხადება არ იყოს, რომელიც არის პირდაპირი ჩარევა საარჩევნო საკითხებში.”
როგორ აპირებს ქართული ოცნება პოლიტიკური ოპონენტების გაუქმებას?

ავტორი: GEObservatory თარიღი: 20 November 2024

მიუხედავად იმისა, რომ ცესკოს შედეგებით, ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მიუღია, მმართველი პარტიის ლიდერები ოპოზიციის გაუქმებაზე კვლავ ალაპარაკდნენ. თუმცა, რას ცვლიდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება მაშინ, როდესაც კონსტიტუციის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების საქმიანობის აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია?
როგორ დატოვა ქართული ოცნების ახალგაზრდულის წევრმა მოძრაობა, რომელშიც არასდროს ყოფილა

ავტორი: GEObservatory თარიღი: 18 November 2024

ტრამპი ამერიკის პრეზიდენტად – რა (არ) იცვლება საქართველოსთვის?

ავტორი: GEObservatory თარიღი: 12 November 2024

2024 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას ქართული ოცნების წარმომადგენლები დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ. ისინი იმედოვნებენ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის დაძაბული ურთიერთობის გადატვირთვას ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს.
პრემიერი ამბობს, რომ არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა – რას ამბობენ დამკვირვებლები?

ავტორი: GEObservatory თარიღი: 8 November 2024

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევნების დღეს 3 100-ზე მეტ უბანზე გარემო სრულიად მშვიდი იყო. ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ასევე საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს კი, განსხვავებული შეფასებები აქვთ.
ქართული ოცნება: ფსევდოლიბერალები ფსევდოლიბერალიზმის წინააღმდეგ

ავტორი: GEObservatory თარიღი: 5 November 2024

ქართული ოცნების პოლიტიკა თავადაა ფსევდოლიბერალიზმის გამოვლინება, თუმცა ამ უკანასკნელით ბრალს ისინი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას სდებენ.
არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი: ვიქტორ ორბანი vs. დასავლეთის რეაქცია

ავტორი: GEObservatory თარიღი: 5 November 2024

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ერთადერთი ევროპელი ლიდერია, ვინც ქართულ ოცნებას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ფაქტ-მეტრი: დაირღვა, თუ არა ხმის ფარულობა 26 ოქტომბრის არჩევნებში?

ავტორი: ფაქტ-მეტრი თარიღი: 4 November 2024

ბიულეტენზე საარჩევნო სუბიექტების განლაგების გათვალისწინებით, ადვილად მისახვედრი იყო, თუ როგორი არჩევანი გააკეთა ამომრჩეველმა. კერძოდ, თუ ბიულეტენის უკანა მხარეს გაფერადების კვალი ბიულეტენის ზედა ნახევარში იქნებოდა, დადასტურებით შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ამომრჩეველმა ოპოზიციური პარტია აირჩია. ამას ემატებოდა ისიც, რომ ყუთთან მდგომი კომისიის წევრი ბიულეტენს, ამომრჩევლის ნაცვლად, ხშირად თავად ათავსებდა აპარატში. ასევე, უბნების დიდ ნაწილში „ქართული ოცნების“ კამერები იყო დამონტაჟებული და, უმეტეს შემთხვევაში, პირდაპირ უყურებდა ხმის მთვლელ აპარატს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კენჭისყრის დღის განმავლობაში, მოქალაქეები თავად ავრცელებდნენ იმ ფაქტს, რომ მარკერის კვალი ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა.
დეზინფორმაცია: აგვისტოს ომის დროს ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყნიდან გაიქცნენ

ავტორი: GEObservatory თარიღი: 30 October 2024

ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები ხშირად ავრცელებენ ინფორმაციას თითქოს 2008 წლის ომის დროს მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირები და პარლამენტის დეპუტატები ქვეყნიდან გაიქცნენ.
12 წლის შემდეგ - ევროპული სტილის მართლმსაჯულება თუ კლანური მმართველობა?

ავტორი: GEObservatory თარიღი: 25 October 2024

ქართული ოცნება ამომრჩევლებს არწმუნებს, რომ 12 წელიწადში მმართველმა გუნდმა მართლმსაჯულების ევროპული სტანდარტის სისტემა შექმნა. განსხვავებულ რეალობაზე მიუთითებს სანქციები მოსამართლეების წინააღმდეგ, კრიტიკა კლანური მმართველობის გამო და ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა.
"ქართული ოცნების" ანტიდასავლური ნარატივებიდან: ევროკავშირი vs. საბჭოთა კავშირი

ავტორი: GEObservatory თარიღი: 21 October 2024

არადემოკრატიული ძალები ევროსკეპტიციზმის გასაღვივებლად და მათდამი კრიტიკის გასაქარწყლებლად ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს ხშირად აიგივებენ. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირსა და ევროკავშირს შორის პარალელის გავლება აბსურდულია, არადემოკრატიული ძალები აღნიშნულ ნარატივს ანტიდასავლური სენტიმენტების გასაძლიერებლად ხშირად მიმართავენ.
ევროკავშირის დირექტივა და უცხოელი აგენტების კანონი

ავტორი: GEObservatory თარიღი: 18 October 2024

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ევროკავშირის მიერ ინიცირებული "დემოკრატიის დაცვის" პაკეტის ნაწილი, კერძოდ, "სხვა ქვეყნების ინტერესების წარმომადგენლების საქმიანობის გამჭვირვალობის" შესახებ დირექტივა, ე.წ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მსგავსია. თუმცა, ევროკავშირის დირექტივა ფოკუსირებულია უცხოური ჩარევის და დეზინფორმაციის პრევენციაზე, ლობისტებისა და მესამე ქვეყნების წარმომადგენლების რეგულირებით, მაშინ როცა საქართველოს კანონი მიზნად ისახავს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის რეგულირებას. ევროკავშირის დირექტივა შეიცავს მექანიზმებს უფლებების დასაცავად, რაც მას სრულიად განსხვავებულს ხდის ქართული კანონისგან, რომლის მიზანიცაა, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისა და ჟურნალისტების "აგენტებად" იდენტიფიცირება.
რა სჭირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? – რუსეთის პოლიტიკური ნება თუ საკონსტიტუციო ცვლილებები

ავტორი: GEObservatory თარიღი: 15 October 2024

“ქართული ოცნების” ლიდერები ამომრჩევლებს არწმუნებენ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საკონსტიტუციო მოწყობის ახალი მოდელი სჭირდებათ. საქართველოს მთავრობის ოფიციალური სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კი სრულიად სხვა რეალობას ჰყვება. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთის პოლიტიკური ნების გამო ვერ ხერხდება. რუსეთიდან კი ოცნების ლიდერებს მუდმივად ახსენებენ, რომ კრემლი საკუთარი მიდგომის გადახედვას არ აპირებს.
რელიგიის წინასაარჩევნო ინსტრუმენტალიზაცია - ვინ (არ) ებრძვის ეკლესიას?

ავტორი: GEObservatory თარიღი: 11 October 2024

ქართული ოცნების ულტრა-მემარჯვენე პოპულისტური რიტორიკის კიდევ ერთი გამოხატულება რელიგიით მანიპულირებაა. მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნოდ ეკლესიის მცველის როლი მოირგო და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივითაც გამოვიდა. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების ერთ-ერთი არგუმენტი ქართული ეკლესიისა და საპატრიარქოს დაცვა იყო, იმის მტკიცებით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ქართულ ეკლესიას ებრძვიან.
გლობალური ომის პარტია

ავტორი: GEObservatory თარიღი: 10 October 2024

ვის გულისხმობს მმართველი ხელისუფლება “გლობალური ომის პარტიაში” და რატომ გახდა საჭირო მათთან “ურთიერთობების დალაგება”?
ივანიშვილი VS ოცნების ლიდერები – ვინ ვის ადანაშაულებს ივანიშვილის ფინანსურ შანტაჟში?

ავტორი: GEObservatory თარიღი: 7 October 2024

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მმართველ გუნდს ფინანსურ შანტაჟში აშშ და ევროკავშირი არასდროს დაუდანაშაულებია. რას ამბობდნენ ქართულ ოცნების ლიდერები?
ანტი-ლგბტ სენტიმენტებისა და ოჯახური ღირებულებების წინასაარჩევნო ინსტრუმენტალიზაცია

ავტორი: GEObservatory თარიღი: 5 October 2024

ბოლო წლებში ქართული ოცნების ულტრა-მემარჯვენე პოპულისტური რიტორიკა დემოკრატიულ უკუსვლასთან ერთად გაძლიერდა. ანტი-ლგბტ სენტიმენტები და ოჯახური ღირებულებები მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ფუნდამენტურ ნაწილად იქცა. ანტი-ლგბტ პათოსმა საკანონმდებლო დონეზეც მიაღწია და პარლამენტმა ახლახან ანტი-ლგბტ კანონი მიიღო. აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის ჰომოფობიური ნარატივი დეზინფორმაციაზე, საზოგადოების სენტიმენტებით მანიპულაციასა და მცდარ აღქმებზეა დაფუძნებული.
"ომი საქართველომ დაიწყო" და სხვა დეზინფორმაციული ნარატივები წინასაარჩევნო კამპანიაში

ავტორი: GEObservatory თარიღი: 2 October 2024

"ომი საქართველომ დაიწყო", "ომი 8 აგვისტოს დაიწყო", "წინა ხელისუფლებამ აღიარა ომის დაწყება", "დასავლეთმა მიგვატოვა" - ეს და სხვა დეზინფორმაციული ნარატივები ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. სტატია დეტალურად მიმოიხილავს და ფაქტებით ამოწმებს თითოეულ ამ გზავნილს.
ქართული ოცნების "უპრეცედენტო მშვიდობის" კვალდაკვალ

ავტორი: GEObservatory თარიღი: 30 September 2024

ქართული ოცნების "უპრეცედენტო მშვიდობის კვალდაკვალ" – როგორია საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიურობა საოკუპაციო რეჟიმის პირისპირ; ომის შიშის ინსტრუმენტალიზაცია.

საგამოძიებო მედიალაბი